როგორ შეიძლება „ოცნება“ თავის დაწერილ კონსტიტუციას პატივს არ სცემდეს და ვიღაც ოპოზიციონერები სცემდნენ პატივს?! - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ქცევა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მე უმრავლესობა ვარ და შენ საერთოდ არ მოგისმენ. მე დავწერე  კონსტიტუცია, მაგრამ მე თვითონვე დავიკიდებ ჩემს მიერ დაწერილ კონსტიტუციას და  და როცა დამჭირდება, სხვანაირად მოვიქცევი და ამაზე პასუხს არ ვაგებ, ანუ პოლიტიკურად შეიძლება მხოლოდ პასუხი ვაგო, სხვანაირად არა. აი ეს ვითარება გვაქვს. კონსტიტუციას „ქართული ოცნება“ თვითონ რომ არ სცემს პატივს, ანუ როგორ შეიძლება „ქართული ოცნება“ თავის დაწერილ კონსტიტუციას პატივს არ სცემდეს და ვიღაც ოპოზიციონერები სცემდნენ პატივს?! მე ეს არ მესმის, რამე საღ აზრში ჯდება? ანუ ჩვენი თანაცხოვრების წესები გვაქვს ახლიდან მოსაფიქრებელი და ვინ უნდა მოიფიქროს, მიშამ და ბიძინამ? ერთი ციხეშია და მეორე დამალულია. ანუ ეს სიტუაცია თუ გვინდა, რომ დავამთავროთ, ბოლო ბოლო დელეგირება გააკეთონ ამ ხალხმაც და ჩაერთონ  დისკუსიაში, მიშამ თქვას, მე აი ეს კაცი წარმომადგენს,  ბიძინამ თქვას ეს კაცი წარმომადგენს და ჩაერთონ ბოლო ბოლო ლაპარაკში“ - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.