ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. 

24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.