პროპაგანდისტული ხაზის დაჭერა, რომ იქით რაღაცა ტიპის კომპეტენცია არსებობს და ეგ არის რაც უნდა გაიაზრო, ამან დააჩლუნდა ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყველაფერს დაჰკრავს ენჯეოშნიკური ენა, ბუკლეტური ენა, - ამის შესახებ ცოტნე კობერიძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„ჩემი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, პარტიების არასამთავრობოებად გადაკეთება და არასამთავრობოების პირიქით პარტიებად. ამის მიზეზი არის პარტიების უამბიციობა.
არასამთავროებს 2000-იანი წლებიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებაში. ახლა რაც მოხდა, არა მგონია, რომ პარტიებს აწყობდათ. პროპაგანდისტული ხაზის დაჭერა, რომ იქით რაღაცა ტიპის კომპეტენცია არსებობს და ეგ არის რაც უნდა გაიაზრო, ამან დააჩლუნდა ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყველაფერს დაჰკრავს ენჯეოშნიკური ენა, ბუკლეტური ენა. დესტაბილიჩმენტურ ქცევას, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ნაწილში კრიზისი დაუდგა. დესტაბილიჩმენტური ქცევა უფრო მეტად ახასიათებთ მსგავსი ტიპის ინსტიტუციებს და პარტიებმაც ვერ გამოიჩინეს საკმარისი ამბიცია, თავის თავში დაჯერება. ის რომ პოლიტიკოსი არ უნდათ აქციებზე, მერე რა მოხდა, ისე ქენი რომ უნდოდეთ, ეს ხომ თავისთავად გამოწვეული პროცესია“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.




