20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

„არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყვეკა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 24 საჩივარი, ძირითადად საჩივრები შეეხება ფოტოსა და ვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

ცესკო-ს თავმდჯომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.