ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი, ამ "რუსეთის აგენტის" იარლიყის მიწებებას არ მოვეშვებით (თანაც ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად), გვინდა თუ არ გვინდა, მენტალურად მართლაც რუსეთის პროვინციად დავრჩებით. ან, უბრალოდ პროვინციად - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე:
"სხვათა შორის, წელს სალომეს ვადა უმთავრდება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია კარგად გვახსოვს რა ბინძურიც იყო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ალბათ ორივე მხარის მიერ ოპონენტისათვის რუსეთის აგენტის იარლიყის მიწებება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, თუკი, ამ "რუსეთის აგენტის" იარლიყის მიწებებას არ მოვეშვებით (თანაც ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად), გვინდა თუ არ გვინდა, მენტალურად მართლაც რუსეთის პროვინციად დავრჩებით. ან, უბრალოდ პროვინციად.(მე კი, ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ მაშინ ღიად და აქტიურად კი ვუჭერდი მხარს ჩემს მეგობარ გია ვაშაძეს, მაგრამ სალომეზე მსგავსი რამ არასოდეს მითქვამს)."
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.