მე პირადად ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა ხოდა აიღოს ეხლა პასუხისმგებლობა - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი  აშშ -ის  სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა.  

"ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!!! ამიტომ მან პირადად უნდა გასცეს პასუხი ხალხს რატომ დატოვა, რატომ გააბლატავა, რატომ გადაწყვიტა რომ მათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა პირადად მისი და სხვა არავისი!!!PS შეგიძლიათ ტრადიციული სისულეები დაწეროთ რომ მაშინ სად იყავი და ასეთები მაშინაც, იმ საღამოს როცა მისი კანდიდატურა პარლამენტში შემოდიოდა ეთერი არ გამომიტოვებია რომ ამაზე არ მეჩხუბა მე პირადად ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა ხოდა აიღოს ეხლა პასუხისმგებლობა" - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.