“ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიძლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით", - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელშიც ის ღიად ამბობს, რომ შემაშფოთებელია საქართველოს ტრაექტორია, რომელიც შორდება ევროკავშირს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიშლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით: ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მოკლე ხანში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით.