"პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა." - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში

"ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის. ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება.“ - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში