„დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინის გზავნილებიც იქნება ჯო ბაიდენის გზავნილების იდენტური, რადგან აშშ-ში ყველა უწყება შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორი ჯინ შაჰინის ვიზიტთან დაკავშირებით
"დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინი, რომელიც ძალიან გავლენიანი სენატორია და საქართველოს დიდი მეგობარია უკვე მრავალი წელია და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა აშშ-ის სენატში საქართველოსთან ამერიკის პოლიტიკის საკითხებში, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გზავნილებიც პრაქტიკულად იქნება იდენტური ჯო ბაიდენის გზავნილებისა, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს სრული შეთანხმება აშშ-ში კონგრესში, სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლება, პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან