„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ამ ქვეყანას ევროპისკენ გზა გაუკაფა - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც გზა გაუკაფა ევროპისკენ ამ ქვეყანას. მართალია, ასოცირების შეთანხმებას ბატონმა ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი, მაგრამ  ხელს ვერაფერს მოაწერდა, მერწმუნეთ, დიდი სამუშაო რომ არ შეესრულებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტებს, პრეზიდენტს, რაც მთავარია, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მკაფიოდ გამოხატული, პროდასავლური კურსი ჩვენს რეგიონში და ამიტომ არის განსაკუთრებული და ასეთი სამწუხარო, როდესაც  მოლდოვა და უკრაინა იღებენ  კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ სასიხარულოა, და სამწუხაროა, რომ საქართველო ამ მოცემულობაში ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.