პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ეზიზღება ივანიშვილს - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანებთან ურთიერთობა. საქართველოს მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტი და შეხება, რაც ეზიზღება ივანიშვილს და არასდროს გაუკეთებია. გვახსოვს სპეციალური ჯავშნის აჭურვილობით დადიოდა იმ მცირეოდენ შეხვედრებზე, რომელსაც ის აწარმოებდა ჯერ კიდევ როგორც პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატი და შემდეგ პრემიერი. სააკაშვილი საიდანაც იღებდა შთაგონებას და ენერგიას პოლიტიკის კეთებისთვის, ყოველთვის იყო ხალხი, ადამიანები, მათი ხედვები, სიხარულები. ახლა ივანიშვილს არ სურს, პრეზიდენტ სააკაშვილმა ეს ურთიერთობა შეინარჩუნოს ქართველ ხალხთან, იმიტომ რომ კატასტროფულად  ეშინია, რომ ის შეძლებს ენერგიის მობილიზებას საერთო სახალხო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.