ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.

"რეჟიმის წევრებმა, მათმა პროპაგანდისტებმა და ბიზნეს ელიტამ უნდა დაკარგოს თქვენს ქვეყნებში მოგზაურობის უფლება. 

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ.

თქვენ ასევე უნდა შეწყვიტოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს. - განაცხადა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლაში." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.