თინა ხიდაშელი: სტრატსბურგმა ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთისო, რაც ჰააგის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია

1611226793
ცუდია რომ 8-12 აგვოსტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
"გამოქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება!
რა თქმა უნდა მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია:
- რუსეთი კლავს;
- რუსეთი აწამებს;
- რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას;
- რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა.
მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის, რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ ოსებს ედავეთო.
ცუდია რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!" - წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში.
სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტიება მიიღო და საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო. დეტალების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.