ჩარკვიანი ივანიშვილს: ცუდ ავანტიურაში გაგხვევთ თქვენი მონა -მორჩილი ბანდის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი

1633341953
"კანონი და სამართლის" ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, რომლის ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტებს ეკუთვნით.
როგორც თაკო ჩარკვიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 3 საათზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მსვლელობით რუსთავის ციხესთან მივლენ.
"გამოუშვით, ცუდ ამბავში, ცუდ ავანტიურაში გაგხვევთ თქვენი მონა -მორჩილი ბანდის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი. მე ჭირისუფლურად გეუბნებით გამოუშვით. თქვენ იცით, რომ ჩემი შეჩერება სრულიად შეუძლებელია, როცა საქმე სახელმწიფო ანექსიას ეხება და თქვენ ეს გაქვთ გადაწყვეტილი . ამიტომ, მე ჯერ გთხოვთ... მუდმივ რეჟიმძი იქნებით ასე - საკუთარ აგარაკად თქვენ ჩემს სამშობლოს ვერ გადააქცევთ. მოუხმეთ თქვენს გონებას, რომ ეს ყველაფერი უფრო მშვიდად დამთავრდეს, ვიდრე განაჩენს ქართველი ხალხი გამოგიტანთ", - მიმართა თაკო ჩარკვიანმა ბიძინა ივანიშვილს.