პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლაშა ბექაური უყვარს.

"ეს კაცი არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ლამის ცალფეხა კაცმა, ტკივილისაგან სიკვდილის პირას მისულმა, ორი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო და ამით აჩვენა, რა შეუძლია გააკეთოს პატრიოტული სულისკვეთების ადამიანს.

ახლა, ვიღაც ქაცარავა ამის დამცრობას რომ დააპირებს, რომელსაც ერთი თითის გადასახვევი არ გაუკეთებია სამშობლოსთვის, იმას რამე ფასი აქვს?!

მინდა მივმართო ლაშას - შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% შენ გიჭერს მხარს და უყვარხარ, იმ 5% ტვინარეულ ადამიანებს ჩვენ ვერ გამოვეკიდებით", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ლაშა ბექაურმა ფეხზე სერიოზული ტრავმის მიუხედავად, ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.