ჩვენ ვამბობთ, „გაიტანეთ გრენლანდია“, ანუ, აკრძალეთ გახარიას პარტია. ეს უნდა ჩამოხსნას ვაჟა ზაზაევიჩმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები და ეცდებიან, რომ ეს არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოში დაასაბუთონ.

„გახარიას პარტიას სრული თავისუფლება ექნება, რომ ჩვენი მოსაზრებები გააბათილოს და საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიმართლეში დაარწმუნოს. მათი ქმედებები კონსტიტუციის მიღმაა. ჩვენს არგუმენტებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარვადგენთ, რატომ უნდა გამოცხადდეს ეს პარტია არაკონსტიტუციურად. ეს პარტია არ ცნობს კონსტიტუციურად არჩეულ ხელისუფლებას, ხელს უშლის მის ფუნქციონირებას. უკავშირდებოდნენ არაკონსტიტუციურ პარტიებს და ისინი უარყოფდნენ საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს. ბევრ დეტალზე ახლა არ ვისაუბრებ, ყველაფერი საკონსტიტუციო სარჩელში იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.