პირდაპირ აღიარებს, რომ თანამონაწილეა იმ პროცესის, რაც იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.

მისივე თმით, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ახალაია იმასაც ადასტურებს, რომ მას არა მხოლოდ შეხედულებები არ შეუცვლია, არამედ თავის ქმედებაში იმავე ნარატივს მიჰყვება.

„თავის ქმედებაში იმავე ნარატივს მიჰყვება, რასაც აქამდე აკეთებდა - ეს არის დესტრუქცია, ეს არის კონსტიტუციის მიღმა მოქმედება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები. ფაქტი ესაა, რომ მას არაფერი გადაუფასებია. ცხოვრებაში არაფერს ნანობს, რაც აქამდე გაუკეთებია. ისევ იმ განწყობაზეა, რომ ამ რადიკალიზმითა და ამ ძალადობით გააგრძელოს საქმიანობა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

სუს-მა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით, გამოძიება დაიწყო