გერმანიის ელჩმა რა უნდა თქვას, ლომჯარიასთან ერთად რა დესტრუქციული ქმედებები უნდა განხორციელდეს, ვითარება როგორ აირიოს და ხელისუფლება როგორ უნდა შეიცვალოს? ამიტომ ჩუმად არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის პეტერ ფიშერი არა ელჩი, არამედ რადიკალური ორგანიზაციის წევრია.

„მალავენ შეხვედრას? შინაარსია დასამალი. საქართველოს ნათელ მომავალზე რომ არ ისაუბრებდნენ, ფაქტია. სერიალის იაფფასიანი სცენა გაითამაშეს, სადაც ჯაშუშებზეა საუბარი, რადგან უფრო სერიოზულ სერიალებში უფრო კარგად დგამენ სცენას. რა იყო ეს ყველაფერი? – რაღაც სასაცილო ამბავი. გერმანიის ელჩმა რა უნდა თქვას, ლომჯარიასთან ერთად რა დესტრუქციული ქმედებები უნდა განხორციელდეს, ვითარება როგორ აირიოს და ხელისუფლება როგორ უნდა შეიცვალოს? ამიტომ ჩუმად არიან. ჩემთვის პეტერ ფიშერი ელჩი არ არის, რადიკალური ორგანიზაციის წევრია. ქართული რადიკალური ორგანიზაციები თუ ასე ძალიან უყვარს, საქართველოს პრეზიდენტს მიმართოს, საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს და შემდეგ გაწევრიანდეს. სხვა არაფერი დარჩენია, დანარჩენს ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.