მთავარია სიმშვიდე, ბედნიერი მომავალი, ჩვენი შვილები ღირსებით უნდა შევიდნენ ევროკავშირში, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის ხელმძღვანელმა თემურ მიქელაძემ „რუსთავი-2“-თან განაცხადა.

"ჩემთვის პატივია ჩემს მეგობრებთან მოსვლა იმიტომ, რომ მე ვიცი ჩემი მეგობრები რას გააკეთებენ ზოგადად. მთავარია სიმშვიდე და ბედნიერი მომავალი. ჩვენი შვილები ღირსებით უნდა შევიდნენ ევროკავშირში პირველ რიგში და მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ ვარ აქ. რომ არ ვიყო დარწმუნებული - არ ვიქნებოდი," - აცხადებს პედიატრი თემურ მიქელაძე.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბი თბილისში - მმართველი ძალის მომხრეებისთვის განკუთვნილი ოფისი, დღეს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" ლიდერებმა გახსნეს, შტაბში მივიდნენ "ოცნების" მხარდამჭერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბს, ცნობილი ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს