შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან, ქემლინ ფერლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები; შეაჯამეს თანამშრომლობის მთავარი მიმართულებების ფარგლებში, ისევე როგორც აფხაზეთის რეგიონში UNHCR-ის მიერ განხორციელებული საქმიანობა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის კუთხით.

თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის მიმართ და ქემლინ ფერლის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.