ტაქსის მძღოლები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას მოითხოვენ. კერძოდ, ტაქსების თეთრ ფერში გადაღებვას და ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერების ჩატარებას წელიწადში ორჯერ. "ტაქსი თეთრად გადაღებეო, რატომ უნდა გადავღებო ტაქსი?! იყო ის, რა ფერიც არის. ჩვენ მოვითხოვთ რეგულაციები გადავადდეს!", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ტაქსის მძღოლების აქციას შეუერთდა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე და ლეიბორისტული პარტიის" წევრები. „ჩვენი თავისუფლება, ჩვენი კეთილდღეობა ჩვენ მომავალი ჩვენს ხელშია. სახლში ნუ ვზივართ და ტელევიზორიდან ნუ ვუყურებთ ამ ყველაფერს. გადავზარდოთ ტაქსისტების ეს აქცია საყოველთაო სახალხო საპროტესტო აქციაში. ორ კვირაში დავამთავრებთ ამ ბანდიტ ივანიშვილს", - განაცხადა ნათელაშვილმა.