ანდრეი კასიანოვი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზეც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რომელშიც ირაკლი კობახიძე უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის უპირატესობებზე საუბრობდა. ირაკლი კობახიძე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც საკითხის შეფასებისას საუბრობდა და საუბრობს ფაქტებით და არა აღქმებით - სამწუხაროდ რეალობაა, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ანდრეი კასიანოვი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზეც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმ განცხადების გამო, რომელშიც ირაკლი კობახიძე უკრაინაში დაწყებულ ომში რუსეთის უპირატესობებზე საუბრობდა.
ირაკლი კობახიძე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც საკითხის შეფასებისას საუბრობდა და საუბრობს ფაქტებით და არა - აღქმებით. სამწუხაროდ რეალობაა, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს უკრაინის მიმართ.
ადამიანურ დონეზე ეს ჩვენ არ გვინდა და პოლიტიკურ დონეზე ყველაზე მეტად ეს ჩვენ არ გვაწყობს, მაგრამ ფაქტების დამახინჯება ან ჩვენ ან უკრაინულ მხარეს რას გვაძლევს?!
კასიანოვის კრიტიკა გამოცდაზე ჩაჭრილის თავის მართლებას ჰგავს, პროტესტი რომ მხოლოდ გამომცდელის მიმართ აქვს, (ამ შემთხვევაში სიმართლის მთქმელის მიმართ).
სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ქართულ სახელმწიფოს რომელსაც ქვეყნის შიგნით ჰყავს დევნილი მოსახლეობა, ყველაზე კარგად ესმის სოლიდარობის ფასი და უკრაინელ ხალხს ქართული სახელმწიფო ყველა შესაძლო რესურსით ეხმარება - მაგალითად: საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.
საქართველო დღემდე ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში მობილიზებულია, აღმოუჩინოს ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ ოჯახებს.
მათ ქართული სახელმწიფო სთავაზობს უფასო სერვისებს.
აღარაფერს ვამბობ რუსეთიდან მომეტებული საფრთხის პირობებში უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ქართული სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე სრულ მხარდაჭერაზე.
უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის მადლიერია, რაც უმთავრესია, აი უგუნურ ჩინოვნიკებს კი რომლებსაც წინასწარ დაწერილი სცენარი ალაპარაკებთ მალე მოევლებათ!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.