დღეს ქვეყანაში აქტიურად განიხილება ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი რასაც ქართული ოცნება" მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ეს მექანიზმი კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქართული სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, საქართველოში ალბანური მოდელის მსგავსად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგეს და ქართული მართლმსაჯულება "დაუძინებელი მეგობრების" ზედამხედველობის ქვეშ მოექცეს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
"დღეს ქვეყანაში აქტიურად განიხილება ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი რასაც ქართული ოცნება" მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ეს მექანიზმი კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქართული სახელმწიფოსთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ვეტინგის სისტემის დანერგვაზე ოპოზიციური სპექტრი ისე აპელირებს, რომ მე ვეჭვობ, უკვე ჩატარდა ან ტარდება კვლევა "სასამართლო რეფორმის ცოდნის, მხარდაჭერისა და მოლოდინების“ გასაზომად ზუსტად ისე, როგორც ეს ტირანაში აშშ-ის საელჩოს მიერ ჩატარდა. იქ სოროსის ჯგუფის გამოკითხვის თანახმად, „გამოკითხულთა 91% ან „მთლიანად მხარს უჭერდა" ან „მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდა“ სასამართლო რეფორმის საჭიროებას“. ამ გამოკითხვაში მთავარი იცით რა იყო?! გამოკითხვა არ აზუსტებდა, თუ რა სახის რეფორმას ისახავდა სოროსის ჯგუფი მიზნად. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ასეთი გამოკითხვა ამ ფორმით, კითხვის შინაარსის დაზუსტების გარეშე საქართველოში უკვე ჩატარდა, რეფორმის საჭიროებაზე საზოგადოების თანხმობას ვეტინგის იდეა მარტივად მიებმება და
ჩათვალეთ "დაუძინებელი მეგობრების" დავალება შესრულებულია და "კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დამკვეთთა გეგმები საწყის ეტაპზე გაამართლა. ვეტინგის სისტემის ალბანური გამოცდილება მძიმეა, ალბანეთში მართლმსაჯულების სისტემის "გასაუმჯობესებლად“ მიმდინარე ვეტინგის პროცესმა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა და უცხო ქვეყნების პირდაპირი გავლენების ქვეშ მოაქცია და რა დიდი დარგობრივი ცოდნა და განსჯა სჭირდება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანიც საქართველოში ესაა. მათ სურთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგეს და ქართული მართლმსაჯულება "დაუძინებელი მეგობრების" ზედამხედველობის ქვეშ მოექცეს რასაც ქართულ სახელმწიფოში გამართლება არ ააქვს. ქვეყნის ინტერესებზე მორგებული სახელისუფლებო გუნდი არ დაუშვებს კოლექტიური დაუძინებელი მეგობრების სურვილის რეალიზებას - ვეტინგის მექანიზმი ამოქმედდეს და ამას შეეწიროს ქართული მართლმსაჯულების სისტემა. ამ ანტისახელმწიფოებრივი იდეის ბოლომდე განხორციელებას ქართულ სახელმწიფოში მომავალი არ ააქვს." - წერს მეგრელიშვილი.