13 წლის განმავლობაში ოპოზიცია დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ამოცანებს უსახავდა თავის თავს, რომელსაც თვითონვე ვერ ასრულებდა, არარეალისტურ ამოცანებს სახავდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ პლატფორმის ამოცანა ის კი არ არის, რაღაც ერთიანობას მიაღწიოს. ის ერთიანობა რისთვის გინდა? რომ მივაღწიოთ პროტესტის ამოცანებს, ახალ არჩევნებს რომ მივაღწიოთ, ანუ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას რომ მივაღწიოთ. ამისთვის არის ეს პლატფორმა, თორემ იმიტომ კი არა, რომ ერთიანები ვიყოთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პროცესის დადებითი მხარეა, რომ არავის უშლის, ვისაც უკეთესი გეგმა აქვს, ის აკეთოს.

„პაატა ბურჭულაძეს თუ შეუძლია, დაჯდეს რუსთაველზე, აღარ ადგეს და ამით მიაღწიოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, გამიხარდება, ტაშს დავუკრავ, როცა მიზანს მიაღწევს და გააკეთოს ეს ყველაფერი. არავის არ უშლის ეს ფორმატი, რომ ეს აკეთოს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.