ნეტა ამ აქციებმა თუ მიახვედრა პოლიტიკური კლასი, რომ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან კი არა, ხალხთან აქვთ სალაპარაკო და საერთო გამოსანახი? 
რომ ერთიანობა საკუთარ ამომრჩეველთან სჭირდებათ და არა ერთმანეთთან? - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"რომ რამდენი პოლიტიკოსი დაელაპარაკება ერთმანეთს და შეკრავს ალიანსს, მნიშვნელობა არ აქვს, თუ თითოეულ მათგანს ზურგს ხალხის მანდატი, ანუ მხარდაჭერა არ უმაგრებს!
ნეტა რამდენი მიხვდა რომ თიხის ფეხებზე დგას პოლიტიკური ელიტა?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.