„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ და ლოკაციებზე ჩხუბობენ, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩეგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის განცხადებებს ეხმურება.
„ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ – ლოკაციებზე ჩხუბობენ. განა რამე ფასეულზე, მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა, ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან – არა, ლოკაციებზე. ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი, ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშილი.
ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან ხვალ, 18:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან“.
პარტიაში კი აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს მშვიდობის ხიდზე გაიმართება, ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა ორი, არამედ რვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების თანახმად, რვა ლოკაციიდან სამის – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეთ და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.