„ნაცები“ და გახარია 60 წლის კაცებს მოხუცებულობის შემწეობას ჰპირდებიან და 60 წლამდე კაცებს - უმუშევრობის შემწეობას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მთელი პოლიტიკური სპექტრი რას აკეთებს, რას აკეთებენ „ნაცები“, რას აკეთებს გახარია? -  60 წლის კაცებს მოხუცებულობის შემწეობას ჰპირდება და 60 წლამდე კაცებს - უმუშევრობის შემწეობას, და ეს ხალხი შემწეობებით როგორ უნდა ამოვიდეს სიღარიბიდან. 58 წლის კაცებს მივმართავ, თქვენ პოლიტიკოსები ორ წელიწადში მოხუცებად გაცხადებენ და ასაკობრივ შემწეობას გინიშნავენ, ეს რანაირად არის ლამაზი. 60 წლის კაცმა დოვლათი უნდა შექმნას და მოხუცები, ბავშვები შეინახოს. მოხუცებსაც და ბავშვებსაც შიათ და უჭირთ ერთადერთი მიზეზის გამო, ქართული ოჯახი არ არის ძლიერი. ყველა ჩვენი რეფორმა, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულებით, სასამართლოს მიმართულებით, არის მიმართული ქართული ოჯახის გაძლიერებაზე",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.