"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიას საპყრობილიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"გააჩინა როგორც იქნა.
საქართველოს მთავრობა - ძაან გინდათ ხო სტატუსი? 🙂
პ.ს. მიშაც პოლიტპატიმარია, რა აზრისაც არ უნდა ვიყო მასზე.
პ.პ.ს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინას გადაწყვეტილებაა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.