მერაბიშვილს ცილს სააკაშვილი სწამებს - ეს იცის ყველამ - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მერაბიშვილს ცილს სააკაშვილი სწამებს. ეს იცის ყველამ, ვინც ახლა მერაბიშვილის ცილისმწამებლებს აგინებს.კირკიტაძე სააკაშვილს აგინებს. სააკაშვილია პარტნიორების ცილისწების სულის ჩამდგმელი.სააკაშვილს არ აქვს იმის თავი, რომ რაზეც 10 წელი ფეხები აბაკუნა და სიმართლის მთქმელებს თავზე ტალახი ასხა თავისი მონების მეშვეობით, იმაზე მაინც აიღოს პასუხისმგებლობა და მაგასაც ვანოს აბრალებს.ამ მანიპულატორი ნარცისის ანგარიშზეა ეს ყველა ცილისწამება და კანონზომიერადაც მისდის საქმე“ - წერს ჩერგოლეიშვილი.