პარტია "ევროპული საქარტველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს და წერს, რომ მაშინ "ევროპული საქართველოს" ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახე დაკარგა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" უკან "აცოცება" დაიწყო.
"2018 წელს, გრიგოლ ვაშაძის პირველ ტურში წარმატების მერე ევროპული საქართველო • European Georgia -ს ლიდერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახე რომ დაკარგა და მანამდე “ჯართად” გამოცხადებულ ენმ-ზე უკან აცოცება დაიწყო, ცხადია განგაში ავტეხე და სანამ ვთვლიდი, რომ მათი დარწმუნების რესურსი არსებობდა - ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ ამ სიხარბით და ეს გზა არსად მიიყვანს.
თანაც, მაშინ მეგობრებად ვთვლიდი ამ ადამიანებს და არ მინდოდა მათი გადაჩეხვა - ხომ გქონიათ განცდა, თქვენ თვალწინ უფსკრულში რომ მიექანება რაღაც და გაჩერებას ცდილობ?
მაშინ დასხდნენ ეგოებით გაპეყილი მამაკაცები კიპრზე, იმსჯელეს, და გადაწყვიტეს რომ “ჩერგო გიგას პრობლემაა”.ანუ ქალი, ბავშვი და ბუზი ამ სუფრასთან არ დაგვანახოთ - ოჯახის პატრონმა მიხედოსო.
ჰოდა მოვისმინე ეს ინფორმაცია, გამახსენდა გასული წლები და საკუთარი როლი მათ ცხოვრებაში (გიგათი, თუ გიგას გარეშე) და გადავწყვიტე რომ იმ შეხვედრის თითოეული მონაწილის პრობლემად გადავქცეულიყავი - ჯერჯერობით საუცხოოდ ვასრულებ. ბოლომდე შევასრულებ. კვოტები არა კვატები" - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.