დასავლეთში გიგა ბოკერიას სააკაშვილზე უფრო მაღალი რეპუტაცია აქვს, იმიტომ რომ პატიოსანი კაცია და პატიოსნებას აქვს ფასი - ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს ისეთი რეპუტაცია, რომელზედაც შეხება ვაშინგტონში იწვევს დიდ პრობლემას. პოლიტიკოსის რეპუტაციას აქვს მნიშვნელობა. დასავლეთში, გიგა ბოკერიას მიხეილ სააკაშვილზე უფრო მაღალი რეპუტაცია აქვს, იმიტომ რომ პატიოსანი კაცია და პატიოსნებას აქვს ფასი. სიტყვის შესრულებას აქვს ფასი. გიგა ხელს რომ ართმევდა იმათ, სიტყვა უკან არ მიჰქონდა, განსხვავებით სააკაშვილისგან. ანუ პოლიტიკოსის რეპუტაციას, განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში აქვს ფასი", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.