ბიძინამ სააკაშვილს ჩლიქოსნების პირით შეუთვალა - თუ მოკვდები, მაგასაც დასავლეთს დავაბრალებ - ასე ეხმაურება "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ხალხის ძალას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია - „სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან".
„თუ მოკვდები, მაგასაც დასავლეთს დავაბრალებ, იმიტომ რომ შენ აშანტაჟებდიო - ბიძინამ შეუთვალა სააკაშვილს ჩლიქოსნების პირით“ - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.