"ჯანსაღი ძალები უნდა გავერთიანდეთ ნაც მოძრაობის გარეშე” ანუ მეო ხაზარაძემ ანუ ჯანსაღი ძალა მე ვარო, ჰოდა რავიცი ასე არ ფიქრობს ბევრი თორემ არ მიარჭობდნენ შუბლზე (აქციაზე)- ამის შენახე პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

"“მწვანე ლაზერის წკიპურტს” . ვახ არ დაგვღალეს ამ “ჯანსაღმა” ოლიგარქებმა არაჯანსაღი ამბიციებით და ფანტაზიებით…….ამ კაცს უთხრას ვინმემ, რომ ჯანსაღი ძალები ქუჩაში დგანან და ეს ჯანსაღი ძალა-ახალგაზრდები არიან, რომელთა მშობლების (უმეტესი ) ნაწილი ამ ხაზარაძის მაგვარი “არაჯანსაღი” ოლიგარქების გამო ქვეყნიდან არიან გადახვეწილები ემიგრაციაში ( მევახშეური პროცენტით დაქცეული სიცოცხლის გამო). საქართველოს რუსეთი ანექსიას უპირებს და ეს მევახშე აცხადებს -“უმსხვილესი დასავლური ვექტორის პარტიის გარეშე გავერთიანდეთო” ანუ 600 ათას კაცამდე დასავლური ვექტორის მომხრე ამომრჩევლის უგულებელყოფა სურს ამ გაგანია ომში-ბრძოლაში !! ეუჰ “მაგარია”რაცხა ნამეტანი “ჯანსაღია” ეს “არაჯანსაღი” ოლიგარქი . მეშინია ბიძინას არ გადაუჯოკროს, ის უფრო ცბიერად შეპარულად იწყებდა, მოგვატყუა ყველაფერი და შემოგვაპარა, ამან ხაზარაძემ პირდაპირ თითის ქნევით დაიწყო აქციიდან ! აქ ახლა ,ნაღდად ყველამ ვიცით ვინ არის “ჯანსაღი” მევახშე მამუკა, “არაჯანსაღი” ამბიციებით" - ასე უპასუხა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა, "ლელოს" ლიდერი ინიციატივას. 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: "ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს „ოცნებას“ რომ მიგვაწებოს. თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია.
არ ვეთანხმები ამ იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით."