სიმართლის არასოდეს გვეშინოდეს!! გვეშინოდეს ორმაგი სტანდარტის!!!! !გავიგეთ ბატონო, რომ იხდი “მაყუთს” ხან ტვ ეთერში და ხან სად, მაგრამ ჭკუა ხომ უნდა გქონდეს რომ მაინცდამაინც “ლიდერად” და აქციის მთავარ გამხსნელად არ მოევლინო გულწრფელ, ნაღდების, უმაგრესი პატრიოტების აქციას , თუ ვერ ხვდები და არ შეგიძლია ამის გაგება- გათვლა და ამოცნობა არ შეგიძლია, ვერ ხვდები რომ არ მიგიღებენ და მხოლოდ უტიფარი ხარ, მაშინ რით განსხვავდები სხვა ოლიგარქისგან ???? - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელ წერს.
"თან ერთობაო და თან სცენაზე გინდა “კონტროლი” აიღო დაამყარო და შენი ოლიგარქიულ-მევახშეური ტვინით ცუღლუტობ და “სელექციობ”, ჰოდა ასეა ძვირფასო ,მერე ცხვირში “მწვანე წკიპურტი” ლაზერით რომ მოგხვდება, არ უნდა გეწყინოს ხალხისგან , რადგან გარეთ გულანთებული ,გულწრფელი ახალგაზრდები დგანან და თანაც ნუღარ უბრაზდები პირდაპირ სცენიდან, ნუ ეჩხუბები “მბრძანებლური” ტონით მათ , არ იღებენ “ძველი ფოჩიანი კანფეტებით” ბანკომატს, სწორია არც უნდა მიიღონ !!!!!!!
ერთობა კარგია მაგარია, ოღონდ მევახშეური სელექციით არა, ეს “მევახშეური სელექცია” რაიმე ახალია? არ არის ახალი, ახსოვს ხალხს სხვა აქციებზეც ???
გაუმარჯოს გულწრფელ მომავალს, ხოლო “ზოგიერთები ” დადეგით კი ბატონო , ოღონდ ცოტა უკან- ჩრდილში და ეს სათაკილო არ არის , მითუფრო უძალიანესად “ჩაჭრილი” რომ ხარ და განადგურებული რომ გყავს ნახევარი საქართველოს ოჯახები, თუ ასე ძალიან გინდა ჩრდილში იდექი და მოემსახურე ხალხს!!!!!!
და კიდევ!!!!!
ამ ახალგაზრდებთან არ გამოგივა მევახშეური გარიგება “ვიხდი და ამინდსაც მე შევუკვეთავ” ეს ოლიგარქიული სტილი არ გამოვა არა!!!
იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები, პატრიოტები ნაღდები არიან და ისეთივე გულწრფელობას ითხოვენ! ✌️❤️ ერთობა არის მთავარი და ამიტომ გახსენით ყველა ოპოზიციური არხი ყველა ოპოზიციონერისთვის თანაბრად-ეს არის ერთობა !
“თუ გამარჯვება არის მიზანი” ასეა!!!!!!!!!✌️
საქართველო საქართველოს გადასარჩენად!
ყველა ხალხის სამსახურში !!!
არა რუსულ მთავრობას!!!
ნამდვილი ერთობით! - წერს თაკო ჩარკვიანი "ფეისბუკში"
ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა - ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა - ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია