თუ ვინმე ვერ მობრუნდება ვერასდროს პრემიერად, ეს გახლავთ გიორგი გახარია - დღეს მოვისმინე - „მოიცა, ყველაფერი მაგრად იქნება, ოღონდ მე მოვალ“. შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე და მარტო თვალის პაჭუნისთვის ვის ვინ მოჰყავს?! - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადებას.
„როდესაც ადამიანი ინანიებს, ძალიან უხერხულია, რომ შენ ამ დროს რაღაცნაირად მორალისტის როლში დახვდე. მე არ მაქვს მოსმენილი ის სიმართლე, თუ არის ასეთი სიმართლე, რა მოხდა 20 ივნისს. მე მისგან ეს არ მომისმენია. მე მოვისმინე, რომ ის რაღაცას არ ამბობს. რომ არ ამბობს, ეს არ მომწონს და მე მასთან კითხვები მაქვს. ბოლომდე არ მჯერა მისი გულწრფელობის. ვიცი, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ამბობს,“ - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, „გამორიცხულია, გახარია ოდესმე საქართველოში პრემიერად მობრუნდეს“.
„მე ყოველთვის თავს ვგრძნობ ჯერ მოქალაქედ და შემდეგ პოლიტიკაში შემოსულად. როგორც მოქალაქე, ვარ შეურაცხყოფილი და ამ კაცისგან ვერასდროს მოვისმინე რაღაცაზე საუბარი. ვერასოდეს. ახლა მოვისმინე დღეს, რომ „მოიცა ყველაფერი მაგრად იქნება, ოღონდ მე მოვალ“. შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, არაფორმალური გვაგრძნობინე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და ახლა მარტო თვალის პაჭუნისთვის ვის ვინ მოჰყავს?!,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.