„ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, თუ სად იქნება ვაგნერის სამხედრო ძალა განლაგებული და ყველა იქნება თუ არა ბელარუსში. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს. ყირიმის ანექსიის შემდეგ აღმოსავლეთ ფლანგი გავაძლიერეთ და ეს გადაწყვეტილება დროული და საჭირო იყო. " - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ძალა გავაორმაგეთ. ბელორუსის მეზობელი სახელმწიფო ლიეტუვაა. მე ვიმყოფებოდი ლიეტუვაში და დავესწარი ნატოს ჯარების წვრთნებს. გერმანია მზადაა საკუთარი წარმომადგენლობა ლიეტუვაში გაზარდოს, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს გეგმები, ჩვენ გვაქვს გავლილი მომზადება, ნატოს აქვს ვალდებულება განალაგოს ჯარები წევრ ქვეყნებში, სადაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს და მათი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ნატოს მიზანი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ კონფლიქტის თავიდან აცილებაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.