სააკაშვილის გათავისუფლებისა და ევროპაში გაყვანის გეგმას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა საქართველოში არეულობის მოწყობის გეგმა, რომლის საბოლოო მიზანი არის ისევ აგენტოკრატიის დაბრუნება ხელისუფლების სათავეში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„რადგან შიგნით ამის ძალა აღარ არსებობს, ხალხი არ მიჰყვება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც დღეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდათ, უკვე ძალიან გააქტიურდნენ გარე ძალები. ვგულისხმობ ევროპარლამენტში იმ ათამდე მხარდამჭერს, რომლებიც მუდმივად მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობენ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.