შენ მანდ რომ გადაჯექი, ხომ არ გგონია, ვერ მოგვწვდები?! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებელის" დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს. რომელიც პლენარულ სხდომაზე განცხადებას აკეთებდა და "ქართულ ოცნებას" რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა.
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა კი პაატა მანჯგალაძეს ასე მიმართა: „თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“.
ამის პარალელურად მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი სავარძლიდან პაატა მანჯგალაძესთან გადაჯდა და პირადი საუბარი გაიმართა