ჩვენ რადგან საფუძვლად ავიღეთ ამერიკული კანონი, სწორედ იქიდან ავიღეთ სახელიც და ყველაფერი, თუმცა ჩვენს კანონს ჰქვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ამერიკულს ჰქვია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

"აგენტი ეწოდება არა პიროვნებას, არამედ აგენტი ეწოდება იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ კანონის ქვეშ ხვდება. კიდევ ერთი: შეიძლება ბევრი ადამიანი ღელავდეს - სტუდენტს, რომელმაც გარკვეული დაფინანსება მიიღო, მეცნიერს, რომელმაც გარკვეული გრანტი მიიღო უცხოეთიდან, ეს კანონი არანაირად არ ეხება. ეხებათ მხოლოდ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების შემთხვევაშიც ეხებათ არა ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს, არამედ თვითონ ორგანიზაცია არის გავლენის აგენტად სახელდებული, განსხვავებით ამერიკული კანონმდებლობისგან, რომელიც პიროვნებებს სახელდებს აგენტად“, - განმარტა სუბარმა.