მინდა მხარი დავუჭირო სუფთა ხელებით მოქმედებას, ღირსებას, ანუ მხარი დავუჭირო ნიკა მელიას - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
,,დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვფიქრობ, სრულიად უადგილო და უდროო იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. მიმაჩნია, რომ ახლა ყველას ყურადღება მიხეილ სააკასვილისსიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.
რადგან არჩევნები მაინც ტარდება, მინდა მხარი დავუჭირო სიმართლეს, მინდა მხარი დავუჭირო სუფთა ხელებით მოქმედებას, ღირსებას, ანუ მხარი დავუჭირო ნიკა მელიას. მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას ჩემს ძალიან დიდ გუნდთან და თანამოაზრეებთან ერთად, სადაც ძალიან ბევრი ექიმია", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.