დღეს ჩვენ აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას, აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
„დღეს "ოცნების" დეპუტატები წერენ ღალატის ისტორიას. ჩვენ კი და აი ეს ადამიანები, ვწერთ თავისუფლების, გმირობის ისტორიას. დღეს ვხედავთ გამოხმაურებებს ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების, უამრავი ადამიანის. დღეს "ქართული ოცნება" რეალურად დარჩა მარტო. ეს არის ივანიშვილის კოშმარის რეალობად ქცევა, როდესაც ქართველი ხალხი ასეთი ერთიანია, ისეთი ერთ მუშტად შეკრულია, როგორიც არასოდეს. გუშინ ხედავდით როგორ დაუპირისპირდა პოლიცია ჩვენს ახალგაზრდებს. დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით, დღეს ჩვენ აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას, აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და დღეს აუცილებლად რუსეთი მარცხდება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.