პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში.
"ვისაუბრეთ ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ძირითადად, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ კავშირებზე. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის საკითხს. შევთანხმდით, რომ ჩავატარებთ ბიზნესფორუმს, რომელზეც როგორც ქართულ, ისე სომხურ კომპანიებს მოვიწვევთ", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.