საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატად, რომელიც ფონიჭალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.

უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებსა და ახლობლებს,”- წერს შალვა პაპუაშვილი.