საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების სპიკერს, ალენ სიმონიანს, ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები.