სხვა გუნდით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია მას უნდა იყოს პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა. „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ყველა წარმატებას, მიუხედავად იმისა, რომ არის სპეკულაცია, თითქოს რაღაც გადაწყვეტილების კარნახი ხდება კულისებს მიღმა. მაინტერესებს რომელი გადაწყვეტილება იყო ისეთი, რომელსაც „ქართული ოცნებისგან“ არ მოელოდა ოპოზიცია თუ ზოგიერთი კომენტატორი და რომელსაც სჭირდებოდა კარნახი გარედან. სხვა გუნდით, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი გუნდი და პოლიტიკური ორგანიზაციაა [„ქართული ოცნება“]. მათ შორის, როდესაც წინა ჯერზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყო. პოლიტიკასთან მისი კავშირი არის მისი გადაწყვეტილება და არის ის საკითხი, რომელზე კითხვაც მას უნდა დაუსვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.