ქართველი ექიმის უნდა გაგვიკვირდეს? პოლონეთის მთავრობასთან არსებული ექიმთა ჯგუფი შარლატანობით იყო დაკავებული, წინდით გაჰქონდა ნიმუში, სააკაშვილთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა დაწერა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ყალბ დასკვნებს წერდა „ემპათიას“ ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს სააკაშვილის „ფორმა ასის“ გაყალბება?“.
პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე.
„საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ ოპოზიცია, მისი მფარველები შიგნით თუ გარეთ, არიან სიყალბის მხარეს მყოფი ადამიანები. ქართველი ექიმი გაგიკვირდათ? პოლონელი ექიმი იყო ჩამოსული, მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმთა ჯგუფი იყო, ის ექიმები იყვნენ პოლონეთის მთავრობასთან არსებული ექიმთა ჯგუფი, რომლებიც აქ შარლატანობით იყვნენ დაკავებული, წინდით გაჰქონდა ნიმუში. რომ არა სამსახურების სიფხიზლე, ვინ იცის, რას ამზადებდნენ ამ ყალბი დასკვნებით და ნიმუშის გაპარებით. ამიტომ ჩვენ ქართველი ექიმის უნდა გაგვიკვირდეს? ყალბი დასკვნა დაწერა ყოფილმა სახალხო დამცველმა სააკაშვილთან დაკავშირებით, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აკმაყოფილებდა გათავისუფლების პირობებს. ეს დაწერეს ნინო ლომჯარიამ და მისმა თანამშრომლებმა. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ნინო ლომჯარია სიყალბეში, ყალბი დასკვნა დაწერა ადამიანმა. მეორე – ჩვენ ვნახეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ყალბ დასკვნებს წერდა სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ სერიის გაგრძელებაა ზუსტად. როგორც პოლონელი ექიმი ნახეს ბოლოს ყალბი დასკვნის დამწერი, თუ წინდით გამტანი, ჩვენ ვნახეთ ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი, ამერიკელები წერდნენ ყალბ დასკვნას. ამიტომ სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე. მას შემდეგ, რაც ის დაკავებული იქნა, არის ყველანაირი მცდელობა შიგნით თუ გარეთ, გარედან არის ეს ყველაფერი ორკესტრირებული, რომ რამენაირად დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.