"ქართული ოცნება" არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ქართული ოცნება" არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს. დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის, დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად  უდგება ხომლე ჩვენს ხალხს ასეთი მომენტები. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დღეს ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარცევნო უბნებზე, რომელიც ამ ქვეყანაში 12 წლიანი მშვიდობის გარანტი არის, რომელიც ღირსეული ევროპისკენ წინსვლის გარანტია არის და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის მატების გარანტია არის." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.