ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია დონორებთან, ვინაიდან ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში და მისი მიზანია, რომ წახალისდეს პლურალიზმი, ეს ფული გამოიყენება ასეთი მედიების მიერ პროპაგანდისთვის და ცენზურისთვის, ეს არის იმ ქვეყნის მოქალაქეების ფულის ფლანგვა, რომლებიც საკუთარი გადასახადებით აფინანსებენ ჩვენთან ასეთ გამოცემებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც რამდენიმე დღის წინ OC Media-მ გააკეთა, არის შარლატანობა.
„ეს გახლავთ უცხო ენაზე მაუწყებლობის ონლაინგამოცემა, იცით, რომ ვაქვეყნებ ხოლმე ჩემს მოსაზრებებს სხვადასხვა გამოცემაში, ონლაინგამოცემებში. ეს არის თანამშრომლობის და წახალისების ჩვენება ონლაინგამოცემებისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებების ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლება ჰქონდეთ. სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი, ცალმხრივი ჟურნალისტიკის მაგალითი და ის მედია, რომელიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდება და, რომელსაც თითქოს პრეტენზია აქვს, რომ იყვნენ მიუკერძოებელი და პლურალისტური მედია, აღმოჩნდა, რომ არის ჩვეულებრივი, ტიპური ცალმხრივი ჟურნალისტიკის ადგილი, სადაც იმ აზრს, რომელსაც არ ეთანხმებიან, უბრალოდ აცენზორებენ, ჭრიან და საკუთარ მსმენელამდე თუ მკითხველამდე არ მიაქვთ. ექსკლუზიურად ვთავაზობდი და რა თქმა უნდა და ამიტომ ვკითხეთ არიან თუ არა მზად, გამოაქვეყნონ და სხვათაშორის თავიანთ გამოხმაურებაში აღნიშნეს, რომ ისინი შინაარსს არ ეთანხმებოდნენ. თუ არ იცოდნენ შინაარსი რა არის, როგორ არ ეთანხმებოდნენ შინაარს. გუშინ ჩვენ გვგქონდა ჩემს კაბინეტში კომუნიკაცია, რომ პასუხი გამოქვეყნებულიყო მათ სტატიაზე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტატია დაწერეს და ბოლოში მიაწებეს ჩემი გამოხმაურება. ამანაც აჩვენა, რა წვრილმან შარლატანობასთან გვაქვს საქმე. საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ მედია, რომელიც სრულად უცხოური დაფინანსებით მაუწყებლობს საქართველოში, უფრო სწორედ აქვს ონლაინგამოცემა და რომელშიც ფული იხარჯერა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, დონორების ფული. გამოდის, რომ ეს ფული იხარჯება ისევ პროპაგანდაში, ცალმხრივ ჟურნალისტიკაში. რაც შეეხება გუშინდელ შეთანხმებას, რომ ცალკე გამოქვეყნებულიყო პასუხი, ამის დარღვევაც წვრილმანი შარლატანობაა და მეტი არაფერი. არანაირი კავშირი ამას ჟურნალისტიკასთან არ აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კომუნიკაცია დონორებთან, ვინაიდან ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში და მისი მიზანი, რომ წახალისდეს პლურალიზმი, ეს ფული გამოიყენება ასეთი მედიების მიერ პროპაგანდისთვის და ცენზურისთვის. ეს არის იმ ქვეყნის მოქალაქეების ფულის ფლანგვა, რომლებიც საკუთარი გადასახადებით აფინანსებენ ჩვენთან ასეთ გამოცემებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.