ტრამპის მილოცვის შემდეგ აშშ-ის საელჩოს განცხადება უცნაურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ არ იცის, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას.

„რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც „ფეისბუქზე“ ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება, ცოტა არ იყოს, უცნაურია. თვითონ როგორც ამბობენ, ამბავი რამდენიმე დღის წინანდელია და მაინცდამაინც პრეზიდენტ ტრამპის უშუალო მილოცვის შემდეგ, მეორე დღეს მოაყოლეს ამ საკითხს ეს განცხადება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.

27 მაისს,  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა