კანდიდატები სხვებს ჰყავთ, ჩვენ თბილისის საუკეთესო მერი – კახა კალაძე გვყავს. ის არის ადამიანი, რომელმაც თბილისის ტრანსფორმაცია მოახდინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თბილისელები ხედავენ, როგორი იყო დედაქალაქი კახა კალაძის მერობამდე და ახლა.
ეს იქნება გამწვანება, ტრანსპორტის თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ცა და დედამიწაა თბილისის მდგომარეობა კახა კალაძის მერობამდე და ახლა. ამას თბილისელები ხედავენ. რა თქმა უნდა, ისინი 4 ოქტომბერს შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.